გიორგი ვოლსკი: საქართველო წარმატებული შუამავალი იქნებოდა აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ვოლსკის განცხადებით,  საქართველოს საკმაოდ მაღალი ავტორიტეტი აქვს ევროპულ და მსოფლიო ფორმატში, შესაბამისად, წარმატებული შუამავალი იქნებოდა აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის.

მისივე თქმით,  სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა უნდა იყოს.

“საქართველოს საკმაოდ მაღალი ავტორიტეტი აქვს ევროპულ და მსოფლიო ფორმატში ტერიტორიულადაც, ისტორიულადაც და ტრადიციებითაც. შესაბამისად, წარმატებული შუამავალი იქნებოდა აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის. მთავარია, ამ ორ ქვეყანასა და მათ ლიდერებს უნდოდეთ საქართველოს რესურსის გამოყენება ამ მიმართულებით. ეს რესურსი შეუდარებლად მაღალია და ამის გამოყენება წარმატებული იქნება, თუ ეს ასე გადაწყდება. სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა უნდა იყოს, ჩვენს ოჯახებს მშვიდობა სჭირდება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები