გეგუთის კოლონიაში პატიმრებმა შიმშილობა შეწყვიტეს

   გეგუთის კოლონიაში პატიმრებმა შიმშილობა შეწყვიტეს. ეს გადაწყვეტილება პატიმრებმა გუშინ, გვიან ღამით მიიღეს, თუმცა მსჯავრდებულები კვლავ ითხოვენ ციხეში პირობების და კვების ბლოკში სანიტარული პირობების გაუმჯობესებას. პატიმრების ახლობლები გეგუთის კოლონიასთან გუშინ გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ, ისინი მე- 14 დაწესებულების ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის დროებით გადადგომას ითხოვენ. პატიმრების შიმშილობის დაწყების მიზეზი რამდენიმე დღის წინ ორი მსჯავრდებულის სხეულის დაზიანების ფაქტი გახდა. ორი პატიმრის სხეულის დაზიანების ფაქტს პროკურატურა იძიებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები