პოზიცია, რომელიც სალომე ზურაბიშვილს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით აქვს, ქვეყნის ინტერესს აბსოლუტურად სცილდება – გია ვოლსკი
„არ შეიძლება კონსტიტუციის ასე ფართო ინტერპრეტირება. სადაც წერია, რომ აუცილებელია პოზიციის მთავრობასთან შეთანხმება, უნდა შეთანხმდეს“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ პრეზიდენტის უცხოეთში უნებართვო ვიზიტებთან დაკავშირებით განაცხადა.
„მაგრამ ამას აძლიერებს პოლიტიკური ასპექტიც, ვინაიდან ვერანაირად შეთანხმდებოდა, რამეთუ პოზიცია, რომელიც სალომე ზურაბიშვილს აქვს, აბსოლუტურად სცილდება იმ ინტერესს, რაც აქვს ქვეყანას, კერძოდ, კანდიდატის სტატუსის მიიღებას“, – აღნიშნავს ვოლსკი.