ოჩამჩირის ე.წ. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რუსული საზღვაო ბაზის განთავსებისთვის პორტი მზად არის
“აფხაზეთის პორტი მზად არის რუსეთის საზღვაო ძალებისთვის მუდმივი ბაზის შესაქმნელად”, – განუცხადეს “რია ნოვოსტის” ოჩამჩირის რაიონის ე.წ.ადმინისტრაციაში.
“პორტი გამოსაყენებლად მზად არის. ის მუშაობს, არის საკმარისი ტევადობა, არის ინფრასტრუქტურა, მიყვანილია რკინიგზა. ი რამდენიმე დიდი კატერი ბაზირებს, აშენდა ქალაქი, ეს ყველაფერი ფუნქციონირებს”, – აღნიშნეს ე.წ. ადმინისტრაციაში.