ირაკლი ქადაგიშვილი: თანხები თანაბრად ნაწილდება ყველა იმ ძირითადი მიმართულების გასაძლიერებლად, რაც მნიშვნელოვანია ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, სოციალური პროგრამების განსახორციელებლად
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, თანხები თანაბრად ნაწილდება ყველა იმ ძირითადი მიმართულების გასაძლიერებლად, რაც მნიშვნელოვანია ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, სოციალური პროგრამების განსახორციელებლად.
“ასევე, ძალიან მნიშვნელოვნად იზრდება სოციალური დახმარების პაკეტები. აღნიშნული ფაქტი საშუალებას გვაძლევს უფრო მეტი თანხები მივმართოთ ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად. შეიძლება ითქვას, რომ თანხები თანაბრად ნაწილდება ყველა იმ ძირითადი მიმართულების გასაძლიერებლად, პროგრამების გასაფართოებლად, რაც მნიშვნელოვანია, ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, ასევე ქვეყანაში სოციალური პროგრამების განსახორციელებლად“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებზე დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ.