26-27 ოქტომბერს, თბილისში, „აბრეშუმის გზის ფორუმი“ გაიმართება

26-27 ოქტომბერს, თბილისში, „აბრეშუმის გზის ფორუმი“ გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 2000-მდე დელეგატი მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის მაღალი რანგის ოფიციალური პირები, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესის წარმომადგენლები.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი ოფიციალურად 2023 წლის 26 ოქტომბერს, 10:00 საათზე, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიხსნება.

ღონისძიების პირველ დღეს დაგეგმილია თემატური სესიები ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, ციფრული და ფინანსური ტექნოლოგიების საკითხებზე.

27 ოქტომბერს გაიმართება სესიები საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ, ასევე შედგება ორმხრივი ბიზნესშეხვედრები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები