“არ ვიცი, საიდან მოიტანეს” – პესკოვი NYT-ის ინფორმაციაზე არქტიკაში ბალისტიკური რაკეტების შესაძლო წვრთნების შესახებ
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი The New York Times-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, არქტიკაში კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის “ბურევესტნიკის” ცდებია დაგეგმილი, ან უკვე ჩატარდა.
პესკოვი ამბობს, რომ მისთვის უცნობია, თუ საიდან მოიტანეს გამოცემის ჟურნალისტები მსგავსი ინფორმაცია.
“არ ვიცი, საიდან მოიტანეს ეს The New York Times-ის ჟურნალისტებმა. როგორც ჩანს, უფრო დეტალურად უნდა შეისწავლონ სატელიტური სურათები”, – თქვა პესკოვმა.
NYT-ის ჟურნალისტების სატელიტური სურათების გამოსახულებებს ეყრდნობიან, სადაც ჩანს, რომ “ნოვაია ზემლიას” პოლიგონზე 20 სექტემბერს უამრავი სამხედრო ტექნიკა, მათ შორის, მზიდი ჩავიდა, რომლის ზომები “ბურევესტნიკის” ზომას შეესაბამება.
როგორც გამოცემა იხსენებს, 31 აგვისტოს რუსეთმა გასცა რეკომენდაცია, რომ თვითმფრინავებმა საცდელი ზონის ტერიტორიაზე არ იფრინონ და ის დროებით საშიშად გამოაცხადა.
რეკომენდაცია კიდევ რამდენჯერმე გაგრძელდა. ამჟამად, ის 6 ოქტომბრამდე მოქმედებს.
ანალოგიური ბრძანებები გაიცა “ბურევესტნიკის” წინა ცდებზე, რომელიც 2019 წელს ჩატარდა.