რუსეთის დუმაში აცხადებენ, რომ სომხეთის მიერ რომის სტატუტის რატიფიცირება ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) რომის სტატუტის რატიფიცირება სომხეთში შეუქცევად ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს, – განაცხადა რუსეთის სახელმწიფო დუმის ყირიმის რეგიონის დეპუტატმა, მიხაილ შერემეტმა.

„მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებას სომხეთის შიდა პრობლემებად და უფლებად მივიჩნევ. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ასეთი გადაწყვეტილებები მიიღება შეგნებულად და აწონილად, რადგან რომის სტატუტის რატიფიცირება შეუქცევად ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს აბსოლუტურად ყველა სფეროში, ისედაც არასტაბილურ სომხეთში, რაც საბოლოოდ გამოიწვევს განხეთქილებას, დაყოფას და დაპირისპირებას სამოქალაქო საზოგადოებაში“, – განაცხადა შერემეტმა.

მისივე თქმით, დასავლეთის კეთილგანწყობის მოპოვება სომხეთს ღრმა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისამდე მიიყვანს, რომლის პირდაპირი გზაა „ქვეყნის სუვერენიტეტის სრული დაკარგვა“ და „ახალ დასავლურ კოლონიად“ გადაქცევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები