ხვალ ლევან დავითაშვილს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმენენ
ხვალ პლენარულ სხდომაზე, ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს მოუსმენენ.
დავითაშვილი პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მივა. ის უწყების მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშს წარადგენს და დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. „მინისტრის საათი“ პოლიტიკური განცხადებებით დასრულდება.