შალვა პაპუაშვილი – თეონა აქუბარდიას: თქვენ თუ კონცეფცია ისეთივე სიზუსტით გესმით, როგორც ჩემი სიტყვები, ვერ ყოფილა საქმე კარგად
ქალბატონო თეონა, თქვენ თუ კონცეფცია ისეთივე სიზუსტით გესმით, როგორც ჩემი სიტყვები, ვერ ყოფილა საქმე კარგად. ქართულ-ამერიკული ურთიერთობა სად ვთქვი საერთოდ, – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს თეონა აქუბარდიას პლენარულ სხდომაზე.
მისივე თქმით, თეონა აქუბარდიას განცხადება ნიშანდობლივი ტყუილია.
„ქართულ-ამერიკული ურთიერთობა სად ვთქვი საერთოდ. ეს ძალიან ნიშანდობლივი ტყუილია, რომელსაც ავრცელებთ ახლა. თუკი უსაფრთხოების ექსპერტობა გსურთ, მე მგონი თქვენ უნდა იყოთ ამ საქმეში და თუ ასე ქარაფშუტულად უყურებთ ამ საკითხებს და მხოლოდ კონცეფციების კითხვა არის თქვენი უსაფრთხოების სტანდარტი, კი ბატონო“, – უპასუხა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, – „შავი დღე ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში“ – როცა ამას პარლამენტის თავმჯდომარის პირით ვისმენთ, არავის უკვირს, რომ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ფარცხალაძის მავნე გავლენების გამოძიება არ ხდება“.