“სპეკულაციაა, თითქოს, კარვების გაშლა იკრძალება, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტი არ ებრძვის გამოხატვის ლეგიტიმურ უფლებას” – მიხეილ სარჯველაძე

„სპეკულაციაა, თითქოს, კარვების გაშლა იკრძალება, ეს კანონპროექტი არის არამართლზომიერი უფლებამოსილების განხორციელებისგან დამცავი საშუალება“, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძე გამოეხმაურა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომლის განხილვაც პარლამენტში მიმდინარეობს.

„ნათქვამი იყო, კარვების გაშლა იკრძალებაო, რაც სპეკულაციაა და ამას არავინ ეხება. ცვლილება ეხება იმას, როცა კარვის დადგმა არაგონივრული და არალეგიტიმურია. თუ ბარიკადები სხვის უფლებას არღვევს ან სამართალდამცველებს უზღუდავს შესაძლებლობას, რომ საზოგადოებრივი წესრიგი დაიცვას, ასეთ დროს სწორია, ამაზე რეაგირება შეეძლოთ. ეს არის კანონპროექტი, რომელიც ებრძვის არა კარვებსა და გამოხატვის ლეგიტიმურ უფლებას, არამედ არის არამართლზომიერი უფლებამოსილების განხორციელებისგან დამცავი საშუალება. ის ებრძვის გარკვეული არალეგიტიმური აქტივობების რისკებს და არ არსებობს მიზეზი, რის გამოც შეიძლება, ეს ცვლილებები დაიწუნო“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები