Die Presse: შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში იმიტომ არ ჩავიდა, რომ პასპორტი დაავიწყდა

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტობიას ბილსტრომმა 2 ოქტომბერს კიევში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების გასვლით შეხვედრაზე დასწრება ვერ შეძლო, რადგან პასპორტი დაავიწყდა.

ამის შესახებ ავსტრიული გამოცემა Die Presse-სთვის დიპლომატიური წყაროებიდან გახდა ცნობილი.

მედიის ინფორმაციით, შვედი დიპლომატი პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე პასპორტის უქონლობის გამო არ გაატარეს და მას კიევამდე “რვასაათიან მგზავრობაზე უარის თქმა მოუწია”.

ბილსტრომი არ ფიქსირდება მინისტრების ერთობლივ ფოტოზე, რომელიც კიევში გადაიღეს.

მისმა სპიკერმა ტომ სამუელსონმა დაადასტურა, რომ მინისტრი შეხვედრას არ ესწრებოდა.

„იყო ლოჯისტიკური დაბრკოლება. ჩვენ მეტს აღარ გავაკეთებთ კომენტარს მინისტრის მოგზაურობის დეტალებზე“, – თქვა მან

2 ოქტომბერს კიევში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური გასვლითი შეხვედრა გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები