გიორგი ვოლსკი: ვფიქრობ, სუს-ის მიერ მასალების გამოქვეყნება მოულოდნელი იყო

“ვფიქრობ, რომ სუს-ის მიერ მასალების გამოქვეყნება მოულოდნელი იყო, რადგან რადიკალური ოპოზიცია რიხიანად ამტკიცებდა, რომ არავითარი საშიშროება არ არსებობდა რევოლუციის, გადატრიალების”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, საზოგადოებამ ფაქტები იხილა.

„ვფიქრობ, რომ სუს-ის მიერ მასალების გამოქვეყნება მოულოდნელი იყო, რადგან რადიკალური ოპოზიცია რიხიანად ამტკიცებდა, რომ არავითარი საშიშროება არ არსებობდა რევოლუციის, გადატრიალების და ლევან ხაბეიშვილმა ისიც თქვა, ლოგინში გადატრიალდნენ მავანნიო, თუმცა, ფაქტები ვიხილეთ, რასაც სხვა მხრივ ვერ განიხილავ, დაგეგმილია საზოგადოების დაპირისპირება სახელმწიფო სტრუქტურებთან იმ მეთოდებით, რაც ამ კონკრეტულ ორგანიზაციას რეალიზებული ჰქონდა. ზედმიწევნით ჩამოთვლილია ის მეთოდები, რასაც რადიკალური ოპოზიცია გეგმავდა. კარგად გახსოვთ, სააკაშვილის არაერთი განცხადება, სადაც იყო ქართველი ხალხის დედის გინება და სისხლისღვრის აუცილებლობა ჩვეულებრივ თემად იყო წარმოჩენილი. ეს უკვე დამაგვირგვინებელია, რასაც ვუყურებთ. მგონი, ოპოზიციის რიგებში ის განცდაც არის, შეიძლება, კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია გამოქვეყნდეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გუშინ განაცხადეს, რომ ორგანიზაცია „კანვასის“ წევრები სასტუმროში შეხვდნენ NGO-ებს, სამოქალაქო აქტივისტებს, გაიმართა დიდი ჯგუფის გადამზადება, რომელმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ხელისუფლების დამხობის პროცესში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები