NYT: რუსეთი, სავარაუდოდ, ატომური რაკეტის გამოცდისთვის ემზადება
რუსეთის არმიამ არქტიკაში შესაძლოა, ატომური რაკეტის ახალ გამოცდას აპირებდეს ან უკვე გამოსცადა.
ამის შესახებ The New York Times-ი თანამგზავრული სურათებიდან მოპოვებულ მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
გაზეთის ვარაუდით, საუბარია ბირთვული ქობინის მქონე კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტაზე “ბურევესტნიკზე”.
“ნოვაია ზემლიას” პოლიგონიდან 20 სექტემბრის სატელიტური გამოსახულებები აჩვენებს, რომ იქ ჩავიდა უამრავი სამხედრო ტექნიკა, მათ შორის, მზიდი, რომლის ზომები “ბურევესტნიკის” ზომას შეესაბამება.
ამასთან, როგორც გამოცემა აღნიშნავს, მოხსნილია დამცავი საფარი.
მეორედ იგივე აქტივობა 28 სექტემბერს დაფიქსირდა.
როგორც The New York Times-ი იხსენებს, 31 აგვისტოს რუსეთმა გასცა რეკომენდაცია, რომ თვითმფრინავებმა საცდელი ზონის ტერიტორიაზე არ იფრინონ და ის დროებით საშიშად გამოაცხადა.
რეკომენდაცია კიდევ რამდენჯერმე გაგრძელდა. ამჟამად, ის 6 ოქტომბრამდე მოქმედებს.
ანალოგიური ბრძანებები გაიცა “ბურევესტნიკის” წინა ცდებზე, რომელიც 2019 წელს ჩატარდა.