სომხეთის პარლამენტი რომის სტატუტის რატიფიცირების საკითხს განიხილავს

სომხეთში ეროვნული ასამბლეის (პარლამენტი) მორიგი სესია დაიწყო, რომელზეც კანონმდებლები 18 საკითხს განიხილავენ, მათ შორის არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირების საკითხი.

სომხეთის პარლამენტი ასევე განიხილავს ცვლილებებსა და დამატებებს კანონში „ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტის, სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მათი ტრანზიტის, ასევე ინფორმაციის გადაცემის და ორმაგი დანიშნულების ინტელექტუალური საქმიანობის შედეგების კონტროლის შესახებ”; „ვაჭრობისა და მომსახურების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებსა და რიგ სხვა თემებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები