WSJ: პენტაგონს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 5 მილიარდი დოლარი დარჩა
პენტაგონს უკრაინის სამხედრო და სხვა სახის დახმარებისთვის სულ რაღაც 5 მილიარდ დოლარზე მეტი დარჩა, – წერს Wall Street Journal-ი სამხედრო დეპარტამენტის წარმომადგენლებზე დაყრდნობით.
აღნიშნულია, რომ ეს თანხა უზრუნველყოფს იარაღის ექვსთვიან მომარაგებას, თუ აშშ გააგრძელებს კიევისთვის იმავე ტემპით მიწოდებას, როგორც გასული ექვსი თვის განმავლობაში.
დაფინანსების კიდევ ერთი წყაროს ბიუჯეტი, რომელიც შეერთებულმა შტატებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის გრძელვადიანი პროგრამისთვის, უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის განსახორციელებლად გამოიყენა – ცარიელია.
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და სენატორებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ამერიკის მხარდაჭერაში პაუზა კიევისთვის შესაძლოა, დამღუპველი აღმოჩნდეს და მოუწოდეს კონგრესს, სწრაფად მიეღო კანონპროექტი დამატებითი დაფინანსებისთვის.
„არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ უკრაინის მიმართ ამერიკის მხარდაჭერა შეწყდეს. მე მინდა, დავარწმუნო ჩვენი ამერიკელი მოკავშირეები და უკრაინელი ხალხი, რომ თქვენ შეგიძლიათ, ჩვენი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. ჩვენ არ წავალთ,” – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.