უკრაინამ უნგრული OTP ბანკი ომის საერთაშორისო სპონსორების სიიდან ამოიღო

FILE PHOTO: A man leaves the OTP Bank branch in the centre of Budapest August 15, 2014. REUTERS/Laszlo Balogh/File Photo

უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ უკრაინამ უნგრული OTP ბანკი „ომის საერთაშორისო სპონსორების“ სიიდან ამოიღო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ევროკავშირის საგარეო ქმედების სამსახურის მონაწილეობით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე დისკუსიების დროს, OTP ბანკმა რუსეთის ბაზრის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მთელი რიგი ვალდებულებები აიღო “, – განმარტავენ სააგენტოში.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის მაისში უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტო განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ უმსხვილესი უნგრული ბანკი ომის სპონსორთა სიაში ბანკის ხელმძღვანელობის პოზიციის გამო შეიყვანა, რადგან ის რუსეთთან თანამშრომლობას აგრძელებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები