ნიკოლ ფაშინიანმა ევროკომისიის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი გამართა
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან სატელეფონო საუბარი გამართა.
სომხური მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრის აპარატში განაცხადეს, რომ მხარეებმა განიხილეს მთიანი ყარაბაღის სომხების იძულებითი დეპორტაციის შედეგად შექმნილი ვითარება, ასევე რეგიონში არსებული სიტუაცია და სომხეთ-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები.
აღნიშნულია, რომ თანამოსაუბრეები შეთანხმდნენ დისკუსიების გაგრძელებაზე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, რომელიც ამ კვირაში გრანადაში გაიმართება.