სომხეთის თავდაცვის უწყება: აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს, რასაც სომხეთის არმიის ჯარისკაცები ემსხვერპლნენ
აზერბაიჯანელი სამხედროების მხრიდან ცეცხლის გახსნის შედეგად სომხეთის არმიის ჯარისკაცები დაიღუპნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ცეცხლი ავტომობილს გაუხსნეს, რომელსაც სასაზღვრო პუნქტში საკვები გადაჰქონდა.
„აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ სომხეთის საბრძოლო პოზიციებზე მყოფი პერსონალისთვის საკვების გადამზიდავ ავტომობილზე ცეცხლის გახსნას მსხვერპლი მოჰყვა. სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს. 16:00 საათისთვის საზღვარზე ვითარება შედარებით სტაბილურია“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში.