ტრამპი აცხადებს, რომ სამოქალაქო თაღლითობის საქმე მის წინააღმდეგ არჩევნებში ჩარევის ნაწილია
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მანჰეტენის სასამართლოში შესვლამდე განაცხადა, რომ სამოქალაქო თაღლითობის საქმე მის წინააღმდეგ საარჩევნო კამპანიის ზიანის მიყენების მცდელობის ნაწილია.
„ეს დაკავშირებულია არჩევნებში ჩარევასთან. ისინი ჩემთვის ზიანის მიყენებას ცდილობენ“, – აღნიშნა ტრამპმა.
სასამართლოში შესვლამდე მან ნიუ-იორკის გენერალური პროკურორი ლეტიცია ჯეიმსი, ასევე მანჰეტენის ოლქის გენერალური პროკურორი ელვინ ბრაგი და იუსტიციის დეპარტამენტი გააკრიტიკა.
„რაც ჩვენ აქ გვაქვს, არის არჩევნებში ჩემთვის ზიანის მიყენების მცდელობა. ბრალის წაყენების მიზეზი ის იყო, რომ გავიქეცი“, – განაცხადა შეერთებული შტატების ყოფილმა ლიდერმა.
ცნობისთვის, 27 სექტემბერს, ნიუ-იორკის სასამართლომ დონალდ ტრამპი, შვილებთან ერთად, თაღლითობაში პასუხისმგებლად მიიჩნია და განაცხადა, რომ ტრამპები დაახლოებით ათი წლის განმავლობაში, კრედიტორებსა და მზღვეველებს, ყალბ ფინანსურ ანგარიშებს აწვდიდნენ.