“კაია კალასი უკან დახევას არ აპირებს, მაგრამ მთავარია, მდგომარეობა იცვლება მსოფლიოში, რეგიონში” – ვოლსკი

“კაია კალასი უკან დახევას არ აპირებს, მაგრამ მთავარია, მდგომარეობა იცვლება მსოფლიოში, რეგიონში. იმედია, კაია კალასთან ერთად, ორმაგი სტანდარტი და უსამართლო დამოკიდებულება შეიცვლება”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, მილიონობით ევრო დაიხარჯა იმ პროცესების განვითარებისთვის, რასაც რევოლუცია უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ.

„არ ველოდებოდით, რომ კაია კალასი საქართველოს მიმართ რიტორიკას შეცვლიდა. მას ერთი პოზიცია ჰქონდა და არ შეცვლიან, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ მილიონობით ევრო აქვთ დახარჯული იმ პროცესების განვითარებისთვის, რასაც რევოლუცია უნდა მოჰყოლოდა. ეს არ გამოუვიდათ. რასაკვირველია, კაია კალასი უკან დახევას არ აპირებს, მაგრამ მთავარია, მდგომარეობა იცვლება მსოფლიოში, რეგიონში. იმედია, კაია კალასთან ერთად ორმაგი სტანდარტი და უსამართლო დამოკიდებულება შეიცვლება. დღემდე, კაია კალასმა ვერ ახსნა, საიდან აქვს მის ოჯახს მილიონობით შემოსავალი და რა ბიზნესია, რასაც მისი ქმარი ეწევა. გამორიცხული არ არის, დღესაც ეწეოდეს, განსაკუთრებით, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ერევანში, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მერვე სამიტი იმართება, განაცხადა: „მიმდინარეობს დისკუსიები, რათა შევძლოთ დაკავშირებადობის საკითხში წინსვლა, გვაქვს გარკვეული საკითხები საქართველოსთან დაკავშირებით, რადგან მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები