გიორგი ვოლსკი: რადიკალებს საზოგადოებასთან კომუნიკაცია გაუჭირდებათ
“რადიკალებს საზოგადოებასთან კომუნიკაცია გაუჭირდებათ. მათი აქტივობა არათუ სიკეთის მომტანია, არამედ გარკვეული პრობლემების შექმნის წინაპირობას წარმოადგენს”,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ოპოზიციის ალიანსზე“ საუბრისას განაცხადა.
ვოლსკის თქმით, ოპოზიციის აქტივობა გარკვეული პრობლემების შექმნის წინაპირობას წარმოადგენს.
„რადიკალებს საზოგადოებასთან კომუნიკაცია გაუჭირდებათ, რადგან ბოლო პერიოდში არაფერი შეუთავაზებიათ, გარდა იმისა, რომ საქართველოში რევოლუცია უნდა მოხდეს და ამის წინაპირობა ისეთივე სისხლისღვრა უნდა იყოს, როგორიც წლების წინ უკრაინაში მოხდა, საქართველო უნდა იქცეს დომინიონად ან გარკვეული ინტერესების მარიონეტად. ოპოზიციას ხალხისთვის სხვა არანაირი შეთავაზება არ აქვს. აქედან გამომდინარე, არც სასაუბრო ექნებათ კარდაკარ. ეს მათთვის რთულად განსახორციელებელი პროცესია. რაც მთავარია, მათ შორის დაპირისპირების მიზეზია, როგორ მოაწონონ თავი დამფინანსებლებს, რომლებიც საქართველოში არ იმყოფებიან. ისინი ცდილობენ, თავი წარმოაჩინონ იმით, რომელი უფრო დესტაბილიზაციის მომწყობია. მთელი შინაარსი მხოლოდ ეს არის. მათი აქტივობა არათუ სიკეთის მომტანია, არამედ გარკვეული პრობლემების შექმნის წინაპირობას წარმოადგენს. არ უნდა ჰქონდეთ იმედი, რომ მათი ბოროტი გეგმები განხორციელდება“, – განაცხადა ვოლსკიმ.