რუსეთში ანტისაომარი ლექსებისთვის პოეტი დააკავეს

ბარნაულის ცენტრში, პუშკინის ძეგლთან პოლიციამ პოეტი და აქტივისტი – არტიომ სახაროვი დააკავა, რომელიც ადგილზე ანტისაომარ ლექსებს კითხულობდა.

ამის შესახებ ადამიანის უფლებათა პროექტი OVD-Info იტყობინება.

სახაროვი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. უცნობია – რა მუხლით ედება ბრალი აქტივისტს, თავად მასთან კონტაქტი არ მყარდება.

მარტში არტიომ სახაროვი 20 ათასი რუბლით დააჯარიმეს და არასანქცირებული აქციის ორგანიზებაში დასდეს ბრალი. მაშინ პოეტმა ქალაქის ცენტრში უკრაინაში ომის მსხვერპლთა იმპროვიზირებული მემორიალი ააგო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები