“ვაგნერი” შეინარჩუნებს იდეოლოგიას, მეთაურებს, მოქმედების პრინციპებს” – ვინ გახდა პრიგოჟინის მემკვიდრე

“ვაგნერის ჯგუფის” ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ავიაკატასტროფაში დაღუპვიდან 40 დღე გავიდა.

მასთან დაახლოებულმა ტელეგრამის არხმა, Grey Zone-მა პრიგოჟინის მემკვიდრე დაასახელა.

ტელეგრამის არხის ინფორმაციით, ეს არის მისი ვაჟი – პაველ პრიგოჟინი, “არა მხოლოდ იმიტომ, რომ უახლოესი ნათესავია, არამედ იმიტომ, რომ ღირსეულია”.

აღნიშნულია, რომ პეტრე პრიგოჟინი ჩაუდგა სათავეს ევგენი პრიგოჟინის საქმეს და “ვაგნერის” ახალ სარდალთან ერთად, კონფლიქტის ზონაში დაბრუნებაზე აწარმოებს მოლაპარაკებას.

“ამჟამად, უმცროსი პრიგოჟინი აწარმოებს მოლაპარაკებებს როსგვარდიის ხელმძღვანელობასთან, რომლის გარანტიებს ქვეშ მოექცევა “ვაგნერელების” შემადგენლობის ნაწილი. გარდა ამისა, “ვაგნერ ჯგუფი” შეინარჩუნებს ყველაფერს, რაც ამჟამად აქვს – სახელს, სიმბოლოებს, იდეოლოგიას, მეთაურებს, მენეჯმენტს, მოქმედების პრინციპს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები