რატი იონათამიშვილი: ჩვენს ქვეყანაში არ დავუშვებთ არც ძალადობრივი გზით გადატრიალებას და არც მეორე ფრონტის გახსნას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, iრატი იონათამიშვილი სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მეორე ფრონტის გახსნას და ძალადობრივი გზით გადატრიალების მოწყობას მმართველი გუნდი არ დაუშვებს.

“ადამიანები ირქმევენ, რომ არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, ამ დროს, მათი ერთადერთი საზრუნავი ძალადობრივი გზით სახელმწიფოს გადატრიალება არის. აქაც მასშტაბის სიყალბესთან გვაქვს საქმე. ამ ადამიანებს აქვთ კამპანია – მე ვარ ლაზარე, უფრო უპრიანი იქნებოდა, ამ კამპანიას უწოდონ – მე ვარ მოლოტოვის კოქტეილი, ვინაიდან ამათი მიზანი სწორედ ეს არის. სინამდვილეში, მათი სახელები, გვარები და ბედი საერთოდ არ აინტერესებთ. აინტერესებთ მხოლოდ ის ვინ უფრო მეტ მოლოტოვის კოქტეილს ისვრის. ისიც იმიტომ, რომ არეულობა მოხდეს ჩვენ ქვეყანაში. არ დავუშვებთ, არც ძალადობრივი გზით გადატრიალებას და არც მეორე ფრონტის გახსნას ჩვენს ქვეყანაში. ვისაც რაიმეს თავი აქვს არჩევნებში სცადოს”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ორგანიზაცია „კანვასის“ მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და “მტკიცებულებების ნაწილს” ასაჯაროებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები