ალექსანდრე რაქვიაშვილი: ერთი ამ გენდერულ რაღაცებს აფინანსებენ და მეორე ეს რევოლუციები, არაფერ შუაში არ არის ჩვენს კეთილდღეობასთან, რატომ ფლანგავენ ფულს?!
რატომ ფლანგავენ ფულს, ან ვისზე ფლანგავენ, არ მესმის, მაგრამ, სიამოვნებით დავესწრებოდი ასეთ ტრენინგს, რომ გავარკვიო რა ხდება,- ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას აღნიშნა.
“საფრთხეს ნამდვილად არ წარმოადგენს, დაწყებული იქიდან, რომ რევოლუციები არ ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ ეს, უბრალოდ, დააორგანიზა, ჯერ ხალხი უნდა გააბრაზო და არ გააბრაზონ ხალხი და არც რევოლუცია მოხდება.
თანაც – ერთი ამ გენდერულ რაღაცებს აფინანსებენ და მეორე – ეს რევოლუციები, ორივე გაუგებარია იმიტომ, რომ ფაქტობრივად არაფერ შუაში არ არის ჩვენს კეთილდღეობასთან. რატომ ფლანგავენ ფულს, ან ვისზე ფლანგავენ, არ მესმის, მაგრამ, სიამოვნებით დავესწრებოდი ასეთ ტრენინგს, რომ გავარკვიო რა ხდება. არ მგონია რეალობაში რაღაც რისკებს შეიცავდეს”, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.