“ევროკავშირი მალე ლისაბონიდან ლუგანსკამდე გაფართოვდება” – ანნალენა ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანნალენა ბარბოკმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მალე ლისაბონიდან ლუგანსკამდე გაფართოვდება.

ამის შესახებ მან კიევში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე თქვა.

​”უკრაინის მომავალი ევროკავშირშია, ჩვენს თავისუფლების საზოგადოებაში და მალე ის გაფართოვდება ლისაბონიდან ლუგანსკამდე. ყოველ სოფელში, ყოველ მეტრზე, რომელსაც უკრაინა ათავისუფლებს, ყოველი მეტრით, სადაც ის იხსნის თავის ხალხს, ის ასევე ევროკავშირისკენ გზას აფართოებს“, – აღნიშნა მინისტრმა.

ბურბოკმა თქვა, რომ ევროპელი მეგობრები და პარტნიორები მხარს დაუჭერენ უკრაინას ამ გზაზე.

ამასთან, მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას შეუძლია, გაატაროს შთამბეჭდავი რეფორმები რუსული საშინელი აგრესიის ფონზე.

„ეს არის ისეთი საკითხები, როგორიცაა კანონმდებლობის შეცვლა, მედიის სფერო, მაგრამ ასევე დაკავშირებულია კორუფციასთან ბრძოლასთან და ჩვენ ღიად ვსაუბრობთ ამაზე ჩვენს პარტნიორებთან აქ, უკრაინაში, რომ ერთად შეგვიძლია გავაფართოოთ ეს გზა”, – აღნიშნა ბერბოკმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები