შალვა პაპუაშვილი: საკანონმდებლო პროექტი, რომელიც შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებას ეხება, ეროვნული ინტერესისთვის მნიშვნელოვანია
“საკანონმდებლო პროექტი, რომელიც შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებას ეხება, ეროვნული ინტერესისთვის მნიშვნელოვანია”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სიცხადე მნიშვნელოვანია.
„კონსტრუქციების მოწყობა ისედაც შეზღუდულია საქართველოში. ამავე დროს ხდებოდა ხოლმე ინტერპრეტაცია, ამიტომ მნიშვნელოვანია, სიცხადე შევიდეს. ინიცირებული პროექტი არის სრულ თანხვედრაში როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკასთან, ასევე საერთაშორისო პრაქტიკასთან. ჩვენი ეროვნული ინტერესისთვის მნიშვნელოვანი პროექტია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონი გამკაცრდება. შესაბამისი ცვლილებები „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.