“საქართველოსთან პოლიტიკურ ურთიერთობებში ამჟამად გარღვევა შეუძლებელია” – შამბა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგეი შამბა აცხადებს, რომ “საქართველოსთან პოლიტიკურ ურთიერთობებში ამჟამად გარღვევა შეუძლებელია”.

ამის შესახებ მან “რია ნოვოსტი”-სთან საუბარში თქვა.

„საქართველოში ახლა ისეთი პოლიტიკური ვითარებაა, რომ პოლიტიკურ ურთიერთობებში რაიმე გარღვევის მოლოდინი შეუძლებელია, რადგან იქ ძალიან რთული შიდა ბრძოლაა. როგორ განვითარდება სიტუაცია, არ ვიცით. შეიძლება, მოულოდნელი მოვლენები იყოს, რისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. თუ მშვიდობა გინდათ, ომისთვის უნდა მოემზადოთ“, – განაცხადა შამბამ.

მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ “საქართველოსთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებაზე მოლაპარაკებები მრავალი წელია, მიმდინარეობს, თუმცა, ქართული მხარე კვლავ უარს ამბობს მსგავს დოკუმენტზე ხელმოწერაზე”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები