შალვა პაპუაშვილი: ჩვენ გვაქვს სამწუხარო გამოცდილება სანქციებთან დაკავშირებით
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ის იმედოვნებს, რომ აშშ-ის შესაბამისი უწყებები წარმოადგენენ მტკიცებულებებს, რომლის საფუძველზეც მიიღეს ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების გადაწყვეტილება.
მისივე თქმით, სანქციებთან დაკავშირებით სამწუხარო გამოცდილება არსებობს.
„გამოძიება მიმდინარეობს და, მათ შორის, ითქვა, რომ (გამოძიებამ) ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის უწყებებს მიმართა, რათა წარმოადგინონ მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც ეს (ფარცხალაძის სანქცირების) გადაწყვეტილება მიიღეს. იმედი მაქვს, რომ მტკიცებულებები წარმოდგენილი იქნება. ეს მტკიცებულებებია იმის მთავარი საფუძველი, რომ გამოძიება წარმატებული იყოს. ვინც ბრალი დასდო, იმ მხარეს აქვს პასუხისმგებლობა, რომ მტკიცებულებები წარმოადგინოს და გამოძიება ამ მტკიცებულებებს ელოდება.
ჩვენ გვაქვს სამწუხარო გამოცდილება სანქციებთან დაკავშირებით. მოსამართლეებს სავიზო შეზღუდვა როცა დაუწესდათ. მაშინ პირდაპირ, უხეშად უთხრეს ქართულ საზოგადოებას, მათ შორის მაშინდელმა ელჩმა, რომ როდესაც მოსამართლეებს აბრალებენ კორუმპირებულობას, ისინი საჭიროდ არ მიიჩნევენ, რომ რაიმე მტკიცებულება წარმოადგინონ ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.