ეგვიპტეში პოლიციის შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად ათობით ძალოვანია დაშავებული
ეგვიპტეში, ისმაილის პროვინციაში პოლიციის შენობაში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგად, სულ მცირე, 38 ადამიანია დაშავებული.
ამის შესახებ ადგილობრივი მედია საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით წერს.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ ხანძარი ლოკალიზებულია.
მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
სამოქალაქო თავდაცვაში ამბობენ, რომ ხანძრის შედეგად შენობის ნაწილი ჩამოინგრა.
არ არის გამორიცხული, რომ დაშავებულთა რიცხვი გაიზარდოს.