მოლდოვა “გაზპრომისგან” გაზს აღარ იყიდის
მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრმა ვიქტორ პარლიკოვმა განაცხადა, რომ რესპუბლიკა “გაზპრომისგან” გაზს აღარ იყიდის, რადგან საწვავის შეძენა ევროპულ ბაზარზე შეძლო.
ამის შესახებ მან მდგრადობის ევროატლანტიკურ ფორუმზე გამოსვლისას თქვა.
„აღარ შევიძენთ ბუნებრივ გაზს „გაზპრომისგან“ კონსტიტუციური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიისთვის“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, რესპუბლიკამ შეძლო გაზი ალტერნატიული წყაროებიდან მოეპოვებინა.
“უფრო მეტიც, ეს უფრო დაბალ ფასად გავაკეთეთ, ვიდრე ის ფორმულაა, რომელიც “გაზპრომთან” ხელშეკრულებაშია გათვალისწინებული“, – თქვა პარლიკოვმა.