ესპანეთში ღამის კლუბში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, 18 პირი კი დაკარგულად მიიჩნევა

ესპანეთში, ქალაქ მურსიაში ღამის კლუბში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, არიან დაშავებულებიც.

ქალაქის მერის მოადგილის, რებეკა პერესის ინფორმაციით, 18 პირი ამ დროისთვის დაკარგულად მიიჩნევა, მათთან კონტაქტი ვერ მყარდება.

ამასთან, მისი თქმით, დანამდვილებით იმის თქმა, რომ ეს ადამიანები შენობაში იყვნენ, ჯერჯერობით შეუძლებელია.

ქალაქის მერის, ხოსე ბალიესტას თქმით, ღამის კლუბში ხანძარი 1-ელ ოქტომბერს, გამთენიისას, დაახლოებით 06:00 საათზე გაჩნდა. რა გახდა ხანძრის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები