ესპანეთში, ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს 7 ადამიანი ემსხვერპლა, მაშველები დაკარგულებს ეძებენ

ესპანეთში, ქალაქ მურსიაში ღამის კლუბში გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა , – ინფორმაციას ადგილობრივი მედია საშუალებები ესპანეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებენ.

ხელისუფლების განცხადებით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. რამდენიმე ადამიანი დაკარგულად ითვლება და მათ საგანგებო სიტუაციების სამსახურების თანამშრომლები ეძებენ. ამ დროისთვის, საავადმყოფოში ოთხი დაშავებულია გადაყვანილი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები