ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი: ჩვენი მიზანი საქართველოში სტაბილურობის, უსაფრთხოების და გრძელვადიანი მშვიდობის ხელშეწყობაა

“დღეს ჩვენთვის განსაკუთრებული დღეა. ჩვენს მისიას საქართველოში 15 წელი შეუსრულდა”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა დიმიტრიოს კარაბალისმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაარსებიდან მე-15 წლისთავთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, მიზანი საქართველოში სტაბილურობის, უსაფრთხოების და გრძელვადიანი მშვიდობის ხელშეწყობაა.

„კონფლიქტებმა სერიოზული გავლენა იქონია და ჯერ კიდევ აქვს ბევრი ადამიანის ცხოვრებაზე, ამიტომ, ჩვენი სადამკვირვებლო მისიის დაარსება ზეიმის დღე არ არის. თუმცა, ეს არის შესაძლებლობა გადავხედოთ წარსულ მოვლენებს. 15 წელია დღე-ღამის განმავლობაში, წელიწადში 365 დღის განმავლობაში ვატარებთ მონიტორინგს, ჩვენი მიზანი საქართველოში სტაბილურობის, უსაფრთხოების და გრძელვადიანი მშვიდობის ხელშეწყობაა. ევროკავშირი რჩება საქართველოში და რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების გრძელვადიანი ვალდებულების ერთგული. ამას ახლახან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა. ჩვენი ადგილზე ყოფნა ბოლო 15 წლის განმავლობაში ადასტურებს ევროკავშირის გრძელვადიან ერთგულებას მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობისთვის. ჩვენ დავრჩებით საქართველოში მანამ, სანამ საჭირო იქნება“, – განაცხადა კარაბალისმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები