გიორგი ვოლსკი: ეკონომიკურ დარგში ძალიან თვალსაჩინო პროგრესია და რაც მთავარია, ადამიანის უფლებები არის დაცული
“ყველას ვულოცავ პირველ ოქტომბერს და არამარტო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, ვინაიდან ის სისტემა, რომელიც მუშაობდა არ იყო შესაბამისობაში იმ დიდ კულტურასთან, ინტელექტთან, რითაც მოვედით ჩვენ ისტორიის დღევანდელ დღემდე”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ეკონომიკურ დარგში ძალიან თვალსაჩინო პროგრესია და რაც მთავარია, ადამიანის უფლებები არის დაცული.
„ურთულესი გამოწვევების წინაშე იდგა და დგას საქართველო, მაგრამ ისეთი ტენდენციები დაიწყო 2012 წლიდან და დღემდე გრძელდება, რომელიც საშუალებას იძლევა შევამციროთ უმუშევრობა. ეკონომიკურ დარგში ძალიან თვალსაჩინო პროგრესია და რაც მთავარია, ადამიანის უფლებები არის დაცული და მე ვიტყოდი, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ამ პერიოდში მოხდა არის ძალიან მძლავრი სოციალური პაკეტის შექმნა. ადამიანებს აღარ ეშინიათ ავად გახდომის“, – აცხადებს ვოლსკი.