ირაკლი ქადაგიშვილი: სააკაშვილი არც არასდროს ყოფილა პოლიტიკიდან შორს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არასდროს ყოფილა პოლიტიკიდან შორს, უბრალოდ, მისი პოლიტიკა ქვეყნისთვის დამაზიანებელი იყო.

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში ყოველთვის იყო, მისი პოლიტიკაში ყოფნა, მით უმეტეს, რაც საქართველოში შემოიპარა ძირითადად ქვეყნის იმიჯის დაზიანებაზე იყო აგებული, როდესაც ის მოტყუებით ცდილობდა, რომ ქვეყნის შიგნით და გარეთაც დაერწმუნებინა საზოგადოება, რომ მას წამლავენ, აწამებენ და არაადამიანურ პირობებში ამყოფებენ.

სააკაშვილი თუ ამავე სტილში აგრძელებს, არც არასდროს ყოფილა პოლიტიკიდან შორს, უბრალოდ, მისი პოლიტიკა ქვეყნისთვის დამაზიანებელი იყო. ერთხელაც არ მოუხდია ბოდიში, არამხოლოდ წარსულზე, არამედ დღევანდელობაში, როცა ფულს იხდიდნენ, რომ საქართველოზე ყველაზე უფრო მძიმე ბრალდებები, ტყუილი გაევრცელებინათ. სავსებით ჯანმრთელი ადამიანი ქვეყანას აბრალებდა, მომწამლა ქვეყანამ და მაწამესო“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ყველა დაინახავს ჩემს აქტიურ ქმედებებს უახლოეს კვირებსა და თვეებში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები