გიორგი კალანდარიშვილი: ამ ეტაპამდე კენჭისყრა ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს

“კენჭისყრა ამ ეტაპამდე ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს. უმნიშვნელო მცირედი შეფერხების გარეშედაც კი”, – ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

„მე იმედი მაქვს, რომ სამივე ოლქში და ამომრჩეველს ექნება თავისუფალ გარემოში კენჭისყრაში მონაწილეობის შესაძლებლობა იმ სერვისებით, რომელიც 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში იქნება გამოყენებული. შესაბამისი დაგეგმარება ჩვენ ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით გვაქვს განხორციელებული, მათ შორის რისკების პრევენციისა და მართვის გეგმა, შესაბამისად დარწმუნებული ვარ, რომ გადამზადება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების, ამომრჩეველთა აქტივობა და მათ მიერ მიმღებლობა ამ საარჩევნო ტექნოლოგიების, იქნება გარანტია იმისა, რომ 2024 წელს ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით საერთაშორისოს სტანდარტების მიხედვით მაღალ პროფესიულ დონეზე ჩავატაროთ არჩევნები“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

ცნობისთვის, გორსა და კასპში პარლამენტის შუალედური, გურჯაანში კი მერის რიგგარეშე არჩევნების მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები