მელია და ხაბეიშვილი ცდილობენ, უპირატესობა მოიპოვონ პოლიტიკურ ველზე – გია ვოლსკი
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მოქმედი და ყოფილი თავმჯდომარე ლევან ბახეიშვილი და ნიკა მელია ცდილობენ, პოლიტიკურ ველზე უპირატესობა მოიპოვონ.
„ერთი მხრივ მელია, მეორე მხრივ კი ხაბეიშვილი, ორივე ცდილობს, უპირატესობა მოიპოვოს პოლიტიკურ ველზე. ხაბეიშვილს მხარს უჭერს კეზერაშვილ-მერაბიშვილის დუეტი, მელია კი ფიქრობს, დამოუკიდებლად გააგრძელოს გზა. ბრძოლა მიდის იმისათვის, ვინ უფრო მეტ რესურსს გააცნობს საზოგადოებას – თუ რა შეუძლიათ, თუკი დესტაბილიზაციას გადაწყვეტენ“, – აცხადებს ვოლსკი.