პრემიერმა პაატა ბურჭულაძეს იუბილე მიულოცა

  საქართველოს პრემიერ – მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პაატა ბურჭულაძეს დაბადების დღე მიულოცა. “დაბადების დღეს ვულოცავ მსოფლიო ბანს – პაატა ბურჭულაძეს. ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ჩვენი თანამემამულე პაატა ბურჭულაძე მსოფლიო საოპერო ვარსკვლავებს შორის ერთ-ერთია. პაატა ბურჭულაძის შემოქმედება მსოფლიოს საკუთრებად იქცა. ძალიან დიდია მისი როლი თანამედროვე საოპერო ხელოვნების განვითარებაში. კიდევ ერთხელ ვულოცავ ბატონ პაატას დაბადების დღეს და ვუსურვებ დიდ შემოქმედებით წარმატებებებს”, – აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.
ცნობილ ქართველ ბანს პაატა ბურჭულაძეს დღეს 59 წელი შეუსრულდა. სპეციალურად ამ დღისთვის თბილისს ავსტრიის თეატრების ჰოლდინგის დირექტორი ეწვია, რომელიც ბურჭულაძეს ავსტრიის პირველი ხარისხის საპატიო ჯვარს და ავსტრიის პრეზიდენტის მისალოც წერილს გადასცემს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები