აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ფასი იზრდება

აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ფასები მკვეთრად გაიზარდა. აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC)  80 დოლარზე მეტს იხდის Pfizer-ის და Moderna-ს ვაქცინების ორ დოზაში. ამის შესახებ Newsweek იტყობინება.

აღნიშნულია, რომ 2020 წლის ზაფხულში CDC-მ  Pfizer ვაქცინის ერთი დოზა 19,50 აშშ დოლარად, ხოლო  Moderna-ს ვაქცინა 15,25 დოლარად შეიძინა. მაშინ CDC-მ თითო ვაქცინის 100 მილიონი შეიძინა.

უკვე 2022 წლის ზაფხულში CDC-მ  Moderna-ს ვაქცინის 66 მილიონი დოზა შეიძინა 26,36 აშშ დოლარად თითო და 105 მილიონი დოზა Pfizer-ის ვაქცინა 30,48 დოლარად თითო.

როგორც გამოცემამ აღნიშნა,  ზაფხულში აშშ-ის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მინისტრმა, ქსავიერ ბეკერამ გაუგზავნა წერილი კომპანია Moderna-ს და Pfizer-ს, რომელშიც სთხოვდა მათ ვაქცინის გონივრული ფასის დადგენას, რომელიც ასახავს აშშ-ს მთავრობის ინვესტიციით გამომუშავებულ მოგებას.

ამავდროულად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ Moderna განიხილავს თავისი COVID-19-ის ვაქცინის ფასის 110-130 დოლარამდე გაზრდას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები