“ნიჭი არ გაქვთ, გონება და თავმოყვარეობა, რა დაგჩენიათ ზედაპირზე რომ იტივტივოთ? რუსებს დაუჯეროთ, ლავროვს! “- გოგა ხაინდრავა “გირჩს” 

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა “ტვიტერზე” პოსტს აქვეყნებს და “გირჩის” დეპუტატის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებას პასუხობს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:

„ქართული ოცნება“ რუსეთთან საიდუმლო მოლაპარაკებებს მართავს და იმის იმედადაა რუსები არ იტყვიან- უკვირს “გირჩს”. ნიჭი არ გაქვთ გონება და თავმოყვარეობა! რა დაგჩენიათ ზედაპირზე რომ იტივტივოთ? რუსებს დაუჯეროთ! ლავროვს! დროშა ხელში შვიშტოკი პირში! ვპერიოდ ურაა!”,- წერს ხაინდრავა.

ცნობისთვის, ” გირჩის” დეპუტატმა  ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა:

​”მიკვირს, როგორ გამოსდის „ქართულ ოცნებას“, რომ ჯერ რუსეთთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართოს და მერე იმის იმედად იყოს, რომ ამას თავად რუსები არ იტყვიან”,- განაცხადა მან.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები