ანდრეი ერმაკი: აშშ და უკრაინა იარაღის ერთობლივი წარმოების გეგმას შეიმუშავებენ
შეერთებული შტატები და უკრაინა შეიმუშავებენ იარაღის, მათ შორის საზენიტო რაკეტების ერთობლივი წარმოების გეგმას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„არსებობს ძალიან ფუნდამენტური გადაწყვეტილება, რომლის განხორციელებაც ძალიან, ძალიან მალე დაიწყება. ვფიქრობ, რომ ძალიან მალე ჩვენთან ჩამოვლენ სპეციალისტები, რომლებიც შეიმუშავებენ კონკრეტულ გეგმას საკუთარი იარაღის წარმოებისთვის“, – აღნიშნა მან
ერმაკის თქმით, პირველ რიგში საუბარია საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოებაზე.
„უკრაინაში იქნება ამერიკისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრა, უკრაინაში იარაღის წარმოების ერთობლივი გეგმების შემუშავების მიზნით“, – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.