სტოლტენბერგი: პოლონეთი და სლოვაკეთი კვლავ დაუჭერენ მხარს უკრაინას არჩევნების შემდეგ

NATO Secretary-General Jens Stoltenberg speaks as he holds a news conference on Russia's attack on Ukraine, in Brussels, Belgium February 24, 2022. REUTERS/Yves Herman

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, კიევის მიმართ ბოლოდროინდელი მკაცრი რიტორიკის მიუხედავად, დარწმუნებულია, რომ პოლონეთი და სლოვაკეთი უკრაინის მხარდაჭერას არჩევნების შემდეგაც გააგრძელებენ.

პოლონეთმა, რომელიც 15 ოქტომბერს ახალ პარლამენტს ირჩევს, გასულ კვირას განაცხადა, რომ ის აღარ დათანხმდება ახალი იარაღის მიწოდებას უკრაინაში და კონცენტრირებული იქნება საკუთარი მარაგების აღდგენაზე.

ნატოს წევრი ქვეყანა ბოლო დრომდე უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე მტკიცე მოკავშირედ ითვლებოდა რუსეთთან ომში, თუმცა ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც პოლონეთმა უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვის გაგრძელების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

„მე ველოდები და დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა და პოლონეთი იპოვიან გზას ამ საკითხების გადასაჭრელად ისე, რომ ეს უარყოფითად არ იმოქმედებს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერაზე“, – განუცხადა სტოლტენბერგმა Reuters-ს კოპენჰაგენში მიცემულ ინტერვიუში.

უკრაინის მტკიცე მოკავშირე ასევე იყო ნატოს წევრი სლოვაკეთი, რომელიც მეზობელ ქვეყანას სამხედრო აღჭურვილობას, მათ შორის MiG-29 გამანადგურებლებს და S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემას უგზავნიდა.

ოპოზიციის ლიდერმა და ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, რობერტ ფიკომ პირობა დადო, რომ ამ სამხედრო მხარდაჭერას შეწყვეტს.

„როგორიც არ უნდა იყოს ახალი მთავრობა სლოვაკეთში, ჩვენ გავაგრძელებთ ნატოს შეხვედრებზე [ერთად] ყოფნას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვიპოვით გზებს, რათა გავაგრძელოთ მხარდაჭერის უზრუნველყოფა“, – დასძინა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები