უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა
უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა.
უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყნის მიმართულებით MiG-31K გამანადგურებელი აფრინდა.
„მთელი უკრაინა – სარაკეტო საფრთხე! MiG-31K აფრინდა. ნუ უგულებელყოფთ საჰაერო გამაფრთხილებელ სიგნალს“, – ნათქვამია უკრაინის საჰაერო ძალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.