დიდმა ბრიტანეთმა უკრაინის ოკუპირებულ ნაწილში ჩატარებული ე.წ. არჩევნებისთვის რუს ოფიციალურ პირებს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინის ოკუპირებულ ნაწილში ყალბი არჩევნების გამო რუსი ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციები დააწესა.

„ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა 11 პირს რუსეთის მცდელობის საპასუხოდ, გამოიყენოს ყალბი არჩევნები ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის, ლუგანსკის ოლქებსა და ყირიმზე კონტროლის დასამყარებლად, რომლებიც უკრაინის სუვერენული ტერიტორიის ნაწილია“, – ნათქვამია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მათივე ცნობით, სანქციები მოიცავს სანქციებს დაქვემდებარებულ პირთა გადაადგილებასა და ფინანსების წვდომის შეზღუდვას. კერძოდ, სანქციები დაეკისრა რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და რუსეთის არაერთ მაღალჩინოსანს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები