ალუდა ღუდუშაური: ჩვენ ვართ მოწოდების სიმაღლეზე და გავაკეთებთ ყველაფერს, გვაქვს ამისი სათანადო უნარიც, ყველა ასეთ ბოროტ განზრახვას და ამ ცხელ თავებს გავცეთ კანონის ძალით უმკაცრესი პასუხი
ჩვენ ვართ მოწოდების სიმაღლეზე და გავაკეთებთ ყველაფერს, გვაქვს ამისი სათანადო უნარიც, შესაძლებლობაც და რესურსიც, რომ ყველა ასეთ ბოროტ განზრახვას და ამ ცხელ თავებს გავცეთ კანონის ძალით უმკაცრესი და პრინციპული პასუხი, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
„მოვუწოდებ თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, რომ ვიყოთ ფხიზლად, ყურადღებით და არ უნდა ავყვეთ პროვოკაციებს. შეცდომაში არ უნდა იყვნენ ჩვენი თანამოქალაქეები შეყვანილი. განსაკუთრებით ახალგაზრდები იმ ბოროტი და ქვეყნის მტრულად განწყობილი ძალების მხრიდან, რომლებიც ერთგვარად აქამდე რაღაცნაირად ფუთავდნენ თავიანთ რადიკალურ და სისხლისმსმელ პოლიტიკას. ახლა უკვე სრულიად ცალსახად და ღიად გაუჩნდათ თურმე იმის სურვილი, რომ ქვეყანაში სისხლისღვრის ხარჯზე, ჩვენი თანამოქალაქეების სისხლისღვრისა და მათი სიცოცხლის ხელყოფის გამოყენების ხარჯზე აქ არიონ სიტუაცია. მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ ვიყოთ მომეტებულად ფხიზლად, თუმცა, ამავდროულად ჩვენს საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ ვართ მოწოდების სიმაღლეზე და გავაკეთებთ ყველაფერს, გვაქვს ამისი სათანადო უნარიც, შესაძლებლობაც, რომ ყველა ასეთ ბოროტ განზრახვას და ამ ცხელ თავებს გავცეთ კანონის ძალით უმკაცრესი და პრინციპული პასუხი“, – აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა “ქრონიკის” ეთერში.