“რადიკალები რევოლუციური სცენარისთვის ემზადებიან” – ირაკლი ზარქუა
“კარგა ხანია, ამაზე გვაქვს საუბარი, რომ რადიკალები ემზადებიან რევოლუციური სცენარისთვის. მათ ჰქონდათ არაერთი მცდელობა, უბრალოდ, არ გამოუვიდათ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„მათ ხალხი არ აჰყვა, რადგან გაიშიფრნენ და არ გაჰყვნენ რევოლუციურ სცენარში. მორიგი იერიშის მიტანა უნდათ ქართულ სახელმწიფოზე. ამასთან დაკავშირებით, პრევენციის სახით სუს-მა განცხადება გააკეთა, სადაც კონკრეტული არგუმენტები იყო“, – განაცხადა ზარქუამ.