“მნიშვნელოვანია, რომ ის გარკვეული სიკეთეები, რომლებიც ევროკავშირში წევრობას მოაქვს, წევრობის გზაზე მყოფმა ქვეყნებმა მიიღონ, მიხარია, რომ ევროკავშირი პროცესს ასე უყურებს” – შალვა პაპუაშვილი

“მნიშვნელოვანია, რომ ის გარკვეული სიკეთეები, რომლებიც ევროკავშირში წევრობას მოაქვს, წევრობის გზაზე მყოფმა ქვეყნებმა მიიღონ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ვხედავთ უკვე, რომ საქართველო ჩამონათვალშიც მოიაზრება. ეს თავისთავადაც არის ხოლმე და არც შეიძლება იყოს ევროკავშირის გაფართოება საქართველოს გარეშე. რაც შეეხება ევროკავშირის ახლებურ მიდგომას გაწევრიანების პროცესზე, მნიშვნელოვანია, რომ ის გარკვეული სიკეთეები, რომელიც ევროკავშირში წევრობას მოაქვს, ეს სიკეთეები წევრობის გზაზევე ქვეყნებმა მიიღონ და არა მხოლოდ ქართველმა ხალხმა, არამედ ვინც გაწევრიანების პროცესშია, ამ სახელმწიფოებმა და ხალხებმა ეს სიკეთეები იგრძნონ პროცესის განმავლობაშიც, რადგან ისიც გარკვეული ნეგატიური მხარეა ხოლმე გაწევრიანების პროცესის, რომ შეიძლება ის გაწერილი გზა იყოს და ხალხი დაიბნეს, თუ როდის იქნება ის სიკეთეები, რომელიც წევრობას მოაქვს. შეიძლება, ის, რაც გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს რეგულაციების სახით, ამის პარალელურად სიკეთეებიც რომ ერთდროულად დადგეს, ეს მნიშვნელოვანია და მიხარია, რომ ევროკავშირი პროცესს ასე უყურებს. იმედია, საბოლოო ჯამში, ასეთი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები