ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენ ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს არა მხოლოდ რეკომენდაციების შესრულების ნაწილში, არამედ – წლების განმავლობაში საქართველოს მიერ ნაჩვენები პროგრესის საფუძველზე
ჩვენ ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს არა მხოლოდ რეკომენდაციების შესრულების ნაწილში, არამედ წლების განმავლობაში საქართველოს მიერ ნაჩვენები პროგრესის საფუძველზე, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
მისივე თქმით, სექტორული რეფორმების თვალსაზრისით საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს.
„საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი სექტორული რეფორმების თვალსაზრისით და მგონია, რომ ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი პირველი იმ სახელმწიფოთაგანი, რომელიც შეძლებს ამ სიკეთეებით სარგებლობას, რადგან ძალიან მაღალი დონის თავსებადობა გვაქვს ევროკავშირთან. მეორე მხრივ, ვთვლი, რომ ჩვენ მიერ განხორციელებული რეფორმებითა და ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე, ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს. ჩვენ ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს არა მხოლოდ რეკომენდაციების შესრულების ნაწილში, არამედ წლების განმავლობაში საქართველოს მიერ ნაჩვენები პროგრესის საფუძველზე“, – თქვა ირაკლი ჩიქოვანმა.